ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში კიტ კელოგს შეხვდა

ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში კიტ კელოგს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„საუბარი დამოუკიდებლობის სასახლეში დელეგაციების წევრების მონაწილეობით შედგა. მოლაპარაკებების დღის წესრიგში შედიოდა საერთაშორისო საკითხები და მსოფლიოში არსებული ვითარება, რეგიონული საკითხები და ბელარუს-ამერიკის ურთიერთობები“, - ნათქვამია ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის დაწყებამდე ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ „კელოგის ვიზიტმა დიდი ხმაური გამოიწვია“.

„ბატონო გენერალო, თქვენთან შეხვედრა ძალიან მიხარია. ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ჩვენი საუბარი ძალიან გულწრფელი და ღია იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი აქვს შეხვედრას?“, - განუცხადა ლუკაშენკომ კელოგს.

კელოგმა ლუკაშენკოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან საშიშ დროში ვცხოვრობთ, როდესაც ჩვენ წინაშე არსებული კრიზისები შეიძლება მკვეთრად გამწვავდეს, თუ გონივრულად და სამართლიანად არ ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, კიტ კელოგი პირველი ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელიც ბელარუსს ბოლო წლებში ეწვია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის