ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა, დაშავდა 16 ადამიანი

ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად თელ-ავივში შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რამდენიმე ორსართულიანი საცხოვრებელი შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზოგიერთი ჩამოინგრა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

დარტყმა დაფიქსირდა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰაიფაშიც.

ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავებულია 16 ადამიანი.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს