გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკისთან ერთად, ჭავჭავაძის გამზირზე, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო დევნილი ქალი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრები, მათ შორის, სამკაულები, ნაქსოვი სათამაშოები, ტექსტილის პროდუქცია, კერამიკული ნაწარმი, ასევე სასურსათო პროდუქცია.

„მთავრობის თავმჯდომარემ, სტუმრებთან ერთად გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა, მეწარმეებს გაესაუბრა და ღონისძიების მხარდამჭერებს მადლობა გადახადა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანს დევნილ მეწარმეთა ხელშეწყობა, გაძლიერება და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს