ისრაელის პრეზიდენტი ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებზე - ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმა ისტორიული და მამაცური გადაწყვეტილებაა.

BBC-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, განადგურდა თუ არა ირანის ბირთვული შესაძლებლობები, ისააკ ჰერცოგმა უპასუხა, რომ დეტალები არ იცის, „თუმცა ჩემთვის საკმაოდ ნათელია, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა“.

ამასთან, კითხვაზე პირდაპირ სთხოვა თუ არა ისრაელმა ტრამპს ირანზე თავდასხმა, ჰერცოგმა უპასუხა: „ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ამერიკელებისთვის მიგვენდო“.

მისი მტკიცებით, არ იცოდა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას აპირებდა.

„გავიღვიძე, როდესაც ეს მოხდა“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს