დონალდ ტრამპი - ჩვენ ირანს "ბომბი" ხელიდან წავართვით

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გუშინ ღამით ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმამ „მათ ხელიდან ბომბი წაართვა“.

„გუშინ ჩვენ სანახაობრივი სამხედრო წარმატება გვქონდა, როდესაც „ბომბი“ მათ ხელიდან წავართვით (და ისინი მას გამოიყენებდნენ, თუ შეძლებდნენ!),“ - წერს ტრამპი.

ტრამპი ამ განცხადებას Truth Social-ის პოსტში აკეთებს, სადაც რესპუბლიკელ კონგრესმენს თომას მესის პასუხობს, რომელმაც დარტყმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის კიდევ ერთ ომში ჩათრევას გამოიწვევს.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა "სამხედროებს გუშინ ღამით შესრულებული საოცარი სამუშაოსთვის" და განაცხადა, რომ ეს მართლაც განსაკუთრებული იყო.

"კვლავ გავხადოთ ამერიკა დიდებული“, - წერს ტრამპი.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს