ბენიამინ ნეთანიაჰუ - ჩვენ ისტორიულ ოპერაციას არ შევაჩერებთ, სანამ მიზნებს არ მივაღწევთ - ირანის ხარაჩოს ​​გარეშე ყველაფერი ჩამოიშლება

ისრაელი სრული დატვირთვით გააგრძელებს მოქმედებას როგორც ირანში, ასევე ღაზაში. შესაბამისი განაცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.

„ჩვენ ეტაპობრივად მივიწევთ წინ [ჩვენი] მიზნებისკენ.. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მათ მიღწევასთან“ , - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ს დარტყმამ „ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა“ ირანში ფორდოუს ობიექტს.

ასევე ისრაელის პრემიერმა პირობა დადო, რომ ისრაელი „არ ჩაებმება გამოფიტვის ომში".

"მაგრამ ჩვენ ამ ისტორიულ ოპერაციას არ შევაჩერებთ, სანამ ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ“, - აღნიშნა მან.

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ამავდროულად, „ჩვენ თვალს არ ვაშორებთ ღაზას“ და დასძინა, რომ ირანში თავდასხმები ისრაელს ეხმარება ღაზაში თავისი მიზნების მიღწევაში.

„ირანის ხარაჩოს ​​გარეშე ყველაფერი ჩამოიშლება“ , - განაცხადა მან.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა ირანში ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების ნახევარზე მეტი გაანადგურა.

მისივე თქმით, ისრაელის ძალის დემონსტრირება „ხსნის შესაძლებლობებს, რომელთა წარმოდგენაც კი არ შეგვიძლია“.

„ჩვენ ვიხილავთ უსაფრთხოების, კეთილდღეობის, იმედის და ასევე მშვიდობის ნათელ მომავალს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია