რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსებმა კიევის ოლქზე, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა კერძო სახლები, ავტომობილები და სასტუმრო, გაჩნდა ხანძარი, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ნიკოლაი კალაშნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

„ბელოცერკოვსკის რაიონში, ჩამოგდებული მტრის კუთვნილი სამიზნეებიდან ნამსხვრევების ცვენის შედეგად, სამ კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანდა კიდევ ერთი კერძო სახლი და სასტუმროს შენობა“, - აღნიშნა ნიკოლაი კალაშნიკმა.

მისივე თქმით, ბუჩანსკის რაიონში ოთხი კერძო სახლი და სამი ავტომობილი დაზიანდა. ბორისპოლის რაიონში კი ორ კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს