ირაკლი კობახიძე - მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას - ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან, ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება

მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას - ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან. ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება, - ამის შესახებ პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განმეორებით დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სურათი დღესავით ნათელია - „ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“.

„მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას, ამის გამო ის დიალოგისთვის განსხვავებულ ფორმას ითხოვს. მგონია, რომ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიის სხდომაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ მართალია. რა თქმა უნდა, მე სხვა აზრი მაქვს. მე ვიცი, რომ წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან. ეს ღიმილის მომგვრელია. ასე სამარცხვინოდ გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.

რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს. ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის, სამართალდამცავი უწყებების საქმე. ჩემთვის, ზოგადად, სურათი დღესავით ნათელია - ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერის თქმით, გახარია ნაბიჯებს დგამდა „დიფ სთეითიდან” დაკვეთებისა და დავალებების“ შესაბამისად.

„უფრო კომპლექსურად მინდა დაგანახოთ გახარიას ქმედებები, ეს არ იყო მხოლოდ იზოლირებული შემთხვევა - როდესაც მან რაღაც პროვოკაცია განახორციელა, რასაც მოჰყვა ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება, მანამდე იყო ე.წ. „ბასიანის“, „პანკისის“ შემთხვევა, უამრავი შემთხვევა, როდესაც გახარია დგამდა ნაბიჯებს, რასაც ქვეყნისთვის მოჰქონდა სერიოზული ზიანი. მე ვერ დავიჯერებ ასეთი მიამიტი არ ვარ, რომ ამას გახარია აკეთებდა მხოლოდ სისულელით და არა დაკვეთებისა და დავალებების შესაბამისად. გახარიას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, განეხორციელებინა პროვოკაციები იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა. ეს იყო მისი დავალებები, რასაც ის იღებდა გარედან, „დიფ სთეითისგან“.

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე მართული იყო „ქართული ოცნება“ „დიფ სთეითისგან“ თუ არა, პრემიერის განმარტებით, „ქართული ოცნება“ მართული არ ყოფილა, მას ანგარიშის გაწევა უწევდა „დიფ სთეისთვის“.

„ასეთი მდგომარეობა იყო მაშინაც, 2019 წელსაც, როდესაც „დიფ სთეითიდან“ გაისმა ზარი. „დიფ სთეითში“ ვგულისხმობთ ოფიციალური თანამდებობის პირს, თუმცა იმ მომენტში ის გამოხატავდა არა შესაბამისი სუბიექტის ინტერესებს, არამედ „დიფ სთეითის“ ინტერესებს. დღეს ჩვენ ასეთ კომპრომისებს არ ვუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, გიორგი გახარია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე მეორედ, 23 ივნისს ჩორჩანას საკითხზე სასაუბროდ დაიბარეს. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და კომისიას მისი დისტანციურად ჩართვის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა