გივი თარგამაძე - თეა წულუკიანი, ვიღაც ვიგინდარა, უზრდელი მიბარებს კომისიაზე, თან როგორ - „გივი, ჩვენ ვართ გივი“ - ასე რომ დაიბაროს ბიძინა, მივა იქ?

თეა წულუკიანი, ვიღაც ვიგინდარა, უზრდელი, მე მიბარებს კომისიაზე. როგორ - „გივი, ჩვენ ვართ გივი“. ასე რომ დაიბაროს ბიძინა, მივა იქ? ბებიამისი რომ დაიბაროს ასე, არ უნდა? რას ნიშნავს, კომისიაზე ასე მიბარებენ? - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ განაცხადა, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.

ის სავარაუდოდ, ისარგებლებს საბოლოო სიტყვით და განაჩენის გამოცხადებასაც დაესწრება, რომელიც 27 ივნისს, 10:30 საათზეა დანიშნული.

„ვხედავთ, რომ ყველას იჭერენ. ამ მოსამართლემ ახალგაზრდა ბიჭი 4,6 წლით გაუშვა ციხეში და მე რას მიზამს, არც ვდარდობ მაგაზე. პროკურატურამ წარმოადგინა მტკიცებულებად ვიდეოჩანაწერი, სადაც ვიღაც არსება, თეა წულუკიანი, ვიღაც ვიგინდარა, უზრდელი, მე მიბარებს კომისიაზე, როგორ - „გივი, ჩვენ ვართ გივი“. ასე რომ დაიბაროს ბიძინა, მივა იქ? ბებიამისი რომ დაიბაროს ასე, არ უნდა? რას ნიშნავს, კომისიაზე ასე მიბარებენ? მე გამოცდილი ადამიანი ვარ, პატარა აღარ ვარ, ვინაა თეა წულუკიანი, „გივი ჩვენ ვართო“, რომ მეძახის, ამაზე უნდა მივიდე? რაზე ვსაუბრობთ?

არც ისე მივიდოდი და არც ასე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი უზრდელი უნდა იყოს. მე თვითონ ვიყავი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, გახსოვთ რამე ჩემგან უზრდელობა? მე მზად ვარ ყველაფრისთვის, პუტინის ძებნილი ვარ, 25 წელი ბელარუსში მოსჯილი მაქვს, რუსეთში ციხეში ჩაჯდომა მაქვს მოსჯილი, მზად ვარ, აბა, გიჟი კი არ ვარ, ასე რომ ვიქცევი?“ - განაცხადა თარგამაძემ.

თარგამაძემ ასე საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შემდეგ განცხადებას უპასუხა: „ოპერაცია - „გივი, ჩვენ ვართ, გივი“ წარმატებით დასრულდა, ჩვენ მას ჩავაბარეთ შეტყობინება - ბატონო გივი, მობრძანდით, ვინაიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება და ეს იქნება გარდაუვალი“, - განაცხადა წულუკიანმა 3 აპრილის სხდომაზე.

გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის