მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით: უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა დავაწესოთ მეტი პერსონალური სანქცია, უნდა დავიწყოთ პროცესი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით

ესტონეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით, უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა დავაწესოთ მეტი პერსონალური სანქცია ევროკავშირის დონეზეც, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს პროცესი საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

„უნდა დავიწყოთ პროცესი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ასევე ესტონეთის შეთავაზება. ჩვენ შევთავაზეთ ეს საკითხი, რადგან საქართველოში ამჟამად არსებული რეჟიმი არ მიჰყვება ქართველი ხალხის ნებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მისცა ეს შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გამო, მაგრამ ახლა რეჟიმმა სრულიად შეიცვალა გზა და რუსეთისკენ წავიდა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს“, - აღნიშნა ცაჰკნამ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს