სოფო ჯაფარიძე - ოპოზიციის ლიდერები რეალურად დღეს ისჯებიან იმისათვის, რომ არ უთმობენ ქვეყანას რუსეთს - ასეთი ქვეყანა სურს ივანიშვილს, სადაც თავისუფალი სიტყვა ტყვეობაშია

უპირველეს ყოვლისა, ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს. ოპოზიციის ლიდერები რეალურად დღეს ისჯებიან იმისათვის, რომ არ უთმობენ ქვეყანას რუსეთს. ასეთი ქვეყანა სურს ივანიშვილს, სადაც თავისუფალი სიტყვა ტყვეობაშია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მათ ვერაფრით დააშინებს და გატეხს.

„უპირველეს ყოვლისა, ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს, ზურა ჯაფარიძეს და ყველას, მადლობა მათ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობისთვის, პრინციპულობისთვის, გამბედაობისთვის. რეალურად დღეს ისინი ისჯებიან ქვეყნის სიყვარულისთვის, პრინციპულობისთვის და იმისათვის, რომ არ უთმობენ ჩვენს ქვეყანას რუსეთს. ასეთი ქვეყანა სურს ივანიშვილს, სადაც თავისუფალი სიტყვა ტყვეობაშია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ და დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ამის. ასეთი ლიდერები ჰყავს ოპოზიციას და ჩვენ ერთიანობით, სულისკვეთებით აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. დღეს, 17:00 საათზე გამოცხადდება განაჩენი ბადრი ჯაფარიძის საქმეზეც.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია