გიორგი ვაშაძე - პატიმრობისთვის მზად ვარ, კარგად ვიცით, რომ რეჟიმს ეშინია - შემოდგომიდან საკმაოდ სერიოზული პროცესი დაიწყება საქართველოში და ძალიან სერიოზული ცვლილებები იქნება

ეს დაჭერები იმიტომ ხდება, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სხვა გზა არ აქვს, იმიტომ, რომ რეჟიმს სჭირდება, უფრო და უფრო დაძაბოს და ძალა ამით აჩვენოს. მას რომ არ ეშინოდეს ჩვენი გარეთ ყოფნის, კი არ დაგვიჭერდა, ძალიან კარგად ვიცით, რომ ეშინია, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისივე თქმით, ის პატიმრობისთვის არა მარტო ახლა, მას შემდეგ არის მზად, რაც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ მოვიდა პოლიტიკაში.

“ჩვენ ამ ბრძოლისთვის მზად ვართ, აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, რა ბრძოლაში ვარ. პატიმრობისთვის მზად ვარ ახლა კი არა, პატიმრობისთვის მზად ვარ მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყე, როცა ბევრს არ ეგონა, რომ ესენი იყვნენ რუსეთისკენ მიდრეკილები, რომ საქართველოს ევროკავშირს ააცილებდნენ.

2012 წელს მოვედი მე პოლიტიკაში და ბრძოლის წინა ხაზზე ვარ სულ. სამწუხაროდ, დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით - ეს არის ანტიდემოკრატიული, ანტიქართული დაჯგუფება, რომელსაც ახლა ძალაუფლება აქვს ჩაგდებული ხელში. ეს დაჭერები იმიტომ ხდება, რომ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სხვა გზა არ აქვს, იმიტომ, რომ რეჟიმს სჭირდება, უფრო და უფრო დაძაბოს და ძალა ამით აჩვენოს. მას რომ არ ეშინოდეს ჩვენი გარეთ ყოფნის, კი არ დაგვიჭერდა, ძალიან კარგად ვიცით, რომ ეშინია”, - აღნიშნა ვაშაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის ელოდება, რომ შემოდგომიდან ქვეყანაში სერიოზული ცვლილებები დაიწყება და მას გარე ფაქტორები შეუწყობს ხელს.

“მე ვფიქრობ, რომ შემოდგომიდან, სექტემბერ-ოქტომბრიდან საკმაოდ სერიოზული პროცესი დაიწყება საქართველოშიც. ამასობაში, მე ველოდები კონკრეტულ გადაწყვეტილებებს როგორც ბრიუსელიდან, ისე ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და სხვა ქვეყნებიდან და არა მხოლოდ სასანქციო გადაწყვეტილებებს. ბევრი კომპონენტისგან შედგება ეს ყველაფერი, გარე ზეწოლაც გაძლიერდება, ქვეყნის შიგნითაც ერთიანობის მუხტი უფრო დაიქოქება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული ცვლილებები იქნება”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია