ისრაელის ელჩი - შემიძლია ჩემი პრემიერის განცხადება მოვიყვანო, ომი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ განადგურდება ყველა ობიექტი, რაც ატომურ ენერგიას და ბალისტიკურ შესაძლებლობებს შეეხება

საქართველოში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ ომი გაგრძელდება ყველა ობიექტის განადგურებამდე, რომელიც უკავშირდება ატომურ ენერგიასა და ბალისტიკურ შესაძლებლობებს.

კერძოდ, კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი ვითარება ერთ კვირაში ცეცხლის შეწყვეტის კონდიციამდე მივიდეს, ჰადას მეიცადი პასუხობს, რომ „ომი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ობიექტი არ განადგურდება, რაც ატომურ ენერგიას და ბალისტიკურ შესაძლებლობებს“ ეხება.

„მე შემიძლია ჩემი პრემიერის განცხადება მოვიყვანო, ომი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა მსგავსი ობიექტი არ განადგურდება, ეს შეეხება ატომურ ენერგიას და ბალისტიკურ შესაძლებლობებს. ირანმა განიცადა საკმაოდ დიდი დაზიანება. ეს იყო ამერიკის ზუსტი თავდასხმა. რა თქმა უნდა, ინფორმაცია გავიგე, რომ მათ კატარში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა განახორციელეს და უნდა დავსვათ კითხვა, განიცადა თუ არა ირანმა დიდი დანაკარგები? რაც შემიძლია ვთქვა არის ის, საკმაოდ დიდი დარტყმა განიცადეს და ისინი ძალაგამოცლილები არიან“, - განაცხადა ელჩმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია