ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა რამდენიმე

ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის გამოც ქვეყნის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იმ ადგილებში, სადაც სირენების ხმა ისმის, მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენის მითითება მიეცა.

თავდასხმის დროს ერთი რაკეტა ბეერ-შებაში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე კი - დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების ექვსი ტალღა გაუშვა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია