დონალდ ტრამპი - ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „მშვიდობა!“ - მსოფლიო და ახლო აღმოსავლეთი ნამდვილი გამარჯვებულები არიან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად დაუკავშირდნენ მას ცეცხლის შეწყვეტასა და მშვიდობასთან დაკავშირებით.

„ისრაელი და ირანი თითქმის ერთდროულად მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს: „მშვიდობა!“. ვიცოდი, რომ დრო ახლა იყო. მსოფლიო და ახლო აღმოსავლეთი ნამდვილი გამარჯვებულები არიან! ორივე ერი მომავალში უზარმაზარ სიყვარულს, მშვიდობას და კეთილდღეობას იხილავს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, თუ ისრაელი და ირანი „სიმართლისა და ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვევენ“, ორივე მათგანი ბევრ რამეს დაკარგავს.

„მათ იმდენი რამ აქვთ მოსაპოვებელი და ამავდროულად, იმდენი რამ აქვთ დასაკარგი, თუ ისინი სიმართლისა და ჭეშმარიტების გზიდან გადაუხვევენ. ისრაელისა და ირანის მომავალი შეუზღუდავია და დიდი დაპირებებით სავსე. ღმერთმა დალოცოს ორივე!“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის