მარკო მიხელსონი - ნუთუ თავისუფალი სამყარო იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად?

ნუთუ თავისუფალი სამყარო იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია ქართველი ხალხის მხარდასაჭერად? - ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებას.

„ნუთუ თავისუფალი სამყარო იმდენად სუსტია, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომლებიც ცდილობენ ამ პატარა სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას წინააღმდეგობა გაუწიონ? ავტორიტარული რეჟიმები და მათ სამსახურში მყოფი „სასარგებლო იდიოტები“ მხოლოდ მეტ თავდაჯერებულობას შეიძენენ თავიანთი თავდასხმითი კამპანიის გასაგრძელებლად“, - წერს მარკო მიხელსონი X-ზე.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს