ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან რამდენიმე საათში ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

„თავდაცვის სისტემები საფრთხის გასანეიტრალებლად მუშაობენ“, - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

ჩრდილოეთ ისრაელში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანმა მხოლოდ ერთი რაკეტა გაუშვა, რომელიც საჰაერო თავდაცვამ გაანეიტრალა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის იერიშის შემდეგ ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობას თავშესაფრების დატოვება უკვე შეუძლია.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო