ირანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი - ირანს, ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით რაკეტები არ გაუშვია

ირანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის განცხადებით, ადგილობრივი დროით დილის 7:30 საათის შემდეგ, მტრის მიმართულებით რაკეტები არ გაუშვიათ, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„თუ ისრაელი შეცდომას დაუშვებს, ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავდასხმა განხორციელდება, ისევე როგორც ომის შეჩერებამდე ერთი საათით ადრე“, - განაცხადა ირანელმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან საუბარში.

მანამდე, ირანულმა მედიასაშუალებებმა უარყვეს ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის დღეს დილით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შევიდა ძალაში.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ორივე რაკეტა მოიგერია.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026