თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ლევან დავითაშვილის გადადგომასა და რომეო მიქაუტაძის დაკავებას შორის კავშირი არაა, „წინააღმდეგ შემთხვევაში, დავითაშვილს საქმე არა გადადგომასთან, არამედ პროკურატურასთან ექნებოდა“

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ლევან დავითაშვილის გადადგომასა და რომეო მიქაუტაძის დაკავებას შორის კავშირი არაა, რადგან მისივე თქმით, „წინააღმდეგ შემთხვევაში, დავითაშვილს საქმე არა გადადგომასთან, არამედ პროკურატურასთან ექნებოდა“.

შარმანაშვილის განცხადებით, აღმასრულებელ ხელისუფლებაში როტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა.

„რა თქმა უნდა, ამას ერთმანეთთან კავშირი არ ექნება, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რამე კავშირი ექნებოდა, გადადგომასთან კი არ გვექნებოდა საქმე, არამედ მას პროკურატურასთან ექნებოდა საქმე და ასეთი არ არის“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის ლევან დავითაშვილის ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადადგომის მიზეზი, მაშინ როცა ის ერთადერთი იყო მინისტრთა კაბინეტში, ვისაც აშშ-სთან კავშირი ჰქონდა, შარმანაშვილი პასუხობს, რომ „დაუკავშირებელი რაღაცების ერთმანეთთან დაკავშირება ყოვლად წარმოუდგენელია“.

როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, დავითაშვილი აშშ-ში, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დავალებით და თანხმობით იმყოფებოდა.

„არ ვიცი, რა კავშირებს ეძებთ?! თქვენ როგორ გგონიათ, ის აშშ-ში წავიდა თვითნებურად?! ტურისტი იყო?! რა თქმა უნდა, ის წავიდა მთავრობის შესაბამისი დავალებით და თანხმობით. ამის ერთმანეთთან დაკავშირება არის... მაშინ უნდა გადავაყენოთ ის, ვინც ამის თანხმობა მისცა და შესაბამისი დავალებით გააგზავნა. პრემიერ-მინისტრი გადადგა?! ხომ არ გაგიგიათ?! მე ჯერ არ გამიგია. ამიტომ დაუკავშირებელი რაღაცების ერთმანეთთან დაკავშირება ყოვლად წარმოუდგენელია. ის რომ თვითნებურად წასულიყო, კიდე ვიფიქრებდი რომ ამ კითხვებს საფუძველი გააჩნია“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. მას მარიამ ქვრივიშვილი შეცვლის. ლევან დავითაშვილი კი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა