დონალდ ტრამპი - ისრაელით უკმაყოფილო ვარ, არც ირანით ვარ კმაყოფილი - იმდენ ხანს და ისე სასტიკად იბრძვიან, რომ არ იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორივე ქვეყანამ - როგორც ისრაელმა, ასევე ირანმა დაარღვია.

Fox News-ის ინფორმაციით, ჰააგაში, ნატო-ს სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ ეს განზრახ გააკეთეს.

მისივე თქმით, „უკმაყოფილოა“ ისრაელითა და ირანით და „ნამდვილად უკმაყოფილოა“ ისრაელით.

„ჩვენ უნდა დავამშვიდოთ ისრაელი, რადგან დღეს დილით მათ მისია გააგრძელეს. ისრაელი უნდა დავამშვიდო. როგორც კი თქვენგან წავალ, ვნახავ, შევძლებ თუ არა მის შეჩერებას“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, როგორც კი შეთანხმებას მიაღწიეს, ისრაელმა ბომბების დიდი რაოდენობა ჩამოაგდო.

„ასეთი რამ არასდროს მინახავს. ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც კი გვინახავს. ისრაელით უკმაყოფილო ვარ. არც ირანით ვარ კმაყოფილი. ჩვენ გვყავს ორი ქვეყანა, რომლებიც იმდენ ხანს და ისე სასტიკად იბრძვიან, რომ არ იციან, რა ჯანდაბას აკეთებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, ირანის ბირთვული შესაძლებლობები აღმოფხვრილია და თეირანი ვეღარასდროს აღადგენს თავის ბირთვულ პროგრამას.

ამასთან, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელს მოუწოდა, თავისი პილოტები უკან დააბრუნოს.

„ისრაელო. არ ჩამოაგდოთ ეს ბომბები. თუ ამას გააკეთებთ, ეს სერიოზული დარღვევა იქნება. წაიყვანეთ თქვენი პილოტები სახლში, ახლავე! დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - დაწერა ტრამპმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის