ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდას 2030 წლისთვის შეძლებს

რუსეთი ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდას 2030 წლისთვის შეძლებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის დაწყებამდე გამართულ ფორუმზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გამოცდას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შეძლებს. 2030 წლისთვის ევროპას ყველაფერი უნდა ჰქონდეს, რაც შეკავებისთვის საჭიროა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, სამხედრო მარაგების შეძენის მიზნით ევროკავშირი „ხელსაყრელ პირობებს“ როგორც ორგანიზაციის ფარგლებში, ასევე მის გარეთაც შექმნის.

„მთელი ევროპა ცვალებადი საერთაშორისო რეალობის წინაშე დგას. წარმოების გაზრდა რეკორდულ დროში მოვახერხეთ. ევროპის თავდაცვამ საბოლოოდ გაიღვიძა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს