თაზო დათუნაშვილი - არსად არ გადავიდა მრჩევლად  დავითაშვილი, ეს ყველაფერი საბჭოთა ტრადიციის თვალთმაქცობაა - ჩეჩნოკრატიასა და კადიროვშინაში ეკონომიკური თავისუფლება ვერ მოიკიდებს ფეხს, ქვეყანაში მთავარი ფულის წყარო გახდა კორუფცია

ჩეჩნოკრატიაში, კადიროვშინაში ეკონომიკური თავისუფლება ვერ მოიკიდებს ფეხს, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება არ არსებობს , - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრმა თაზო დათუნაშვილმა ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

დათუნაშვილის შეფასებით, ქვეყანაში მთავარი ფულის წყარო კორუფციაა და ეკონომიკის ახალი მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ამ ყველაფერს ვერ გააკონტროლებს.

“რომეო მიქაუტაძის სკანდალი იქნება გამოყენებული ყველა წახნაგითა და კუთხით, ალბათ, რაც კობახიძეს დასჭირდება იმისთვის, რომ თავისი ხალხით შეავსოს ადგილები. არსად მრჩევლად არ გადავიდა ბატონი დავითაშვილი და ვერაფერს იმაზე უკეთესს მრჩევლობის პოზიციიდან ვერ გააკეთებს ქართული ეკონომიკისთვის, რასაც ვერ აკეთებდა ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან. ეს ყველაფერი საბჭოთა ტრადიციის თვალთმაქცობაა.

მარიამ ქვრივიშვილის კომპეტენციაში შემიძლია სიღრმისეული ეჭვი შევიტანო და მის შესაძლებლობაში, რომ ეს ქვეყანა და მისი ბიზნეს-ეკონომიკური გარემო შეიძლება რაიმე ფორმით დააბრუნოს რაიმე ნორმალურ რელსებზე.

ჩეჩნოკრატიაში, კადიროვშინაში ეკონომიკური თავისუფლება ვერ მოიკიდებს ფეხს, საქართველოში ეკონომიკური თავისუფლება არ არსებობს. საქართველოში მთავარი ფულის წყარო გახდა კორუფცია, თაღლითური ქოლ-ცენტრები, ნარკოვაჭრობა და ყველა ის უბედურება, რომელიც რუსეთში სანქცირებული ტვირთის აქეთ-იქეთ ტარებასთან არის დაკავშირებული. მარიამ ქვრივიშვილი კანონიერ ქურდად თუ დაჯდება და ამ ყველაფრის კონტროლით თუ დაკავდება, ამაში ეჭვი მეპარება და ჯანსაღი ეკონომიკა ამ ქვეყანაში აღარ არსებობს”, - აღნიშნა დათუნაშვილმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა