„ალდე“ - აღმაშფოთებელია: „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში - ეს წმინდა პოლიტიკური რეპრესიაა

აღმაშფოთებელია: “ქართული ოცნების” რეჟიმმა ოთხი ლიბერალი ოპოზიციონერი ლიდერი ჩასვა ციხეში. ეს წმინდა პოლიტიკური რეპრესიაა, - ამის შესახებ განცხადებას ევროპული ლიბერალური პარტიების გაერთიანება „ALDE Party“ ავრცელებს.

„ალდე“ ითხოვს ოპოზიციონერების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

„ქართველი ხალხი დემოკრატიას მოითხოვს, და მათ აჩუმებენ. ლიბერალები ჩუმად არ დარჩებიან. მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ვაშაძე პარტიის ოფისში დააკავეს. ამავე ბრალდებით, 23 ივნისს დააკავეს "ძლიერი საქართველოს" ორი ლიდერი - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მათ სასამართლომ 8-8 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და აუკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. ასევე, 23 ივნისს, სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, მასაც აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს