ბენიამინ ნეთანიაჰუ - ირანის ბირთვული პროგრამა წყალს გავატანეთ, თუ ვინმე შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, მის შესაჩერებლად იგივე ძალით ვიმოქმედებთ

ისრაელმა ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია, რომელიც თაობების განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელმა აღმოფხრა ორი ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ქვეყანას ირანისგან ემუქრებიდა : „ბირთვული იარაღით განადგურების საფრთხე და 20 000 ბალისტიკური რაკეტით განადგურების საფრთხე“.

„ისრაელი უახლოეს მომავალში განადგურების წინაშე დადგებოდა, თუ ახლა არ ვიმოქმედებდით“, - აღნიშა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპრეცედენტო გზით იმოქმედა.

„მადლობას ვუხდით მას ისრაელის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის და ირანის ბირთვული საფრთხის აღმოფხვრისთვის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ისრაელმა გაანადგურა ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების პროგრამა და „რეჟიმის ისტორიაში ყველაზე მძიმე დარტყმა მიაყენა“ მას.

„ირანის ბირთვული პროგრამა წყალს გავატანეთ. თუ ირანში ვინმე შეეცდება ამ პროგრამის აღდგენას, ჩვენ იგივე მონდომებით, იგივე ძალით ვიმოქმედებთ, რათა შევაჩეროთ ნებისმიერი ასეთი მცდელობა. ვიმეორებ: ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი