მარგუს ცაჰკნა - პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს - „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„საქართველოს ხელისუფლება კვლავ მიმართავს რეპრესიებს და ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი დააკავა. პროევროპელი პოლიტიკოსების დაპატიმრება საქართველოს ევროკავშირისკენ გზიდან კიდევ უფრო აშორებს. პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პოლიტიკური პატიმარი ახლავე უნდა გაათავისუფლოს“, - წერს მარგუს ცაჰკნა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს