კანადის პრემიერ-მინისტრი - დონალდ ტრამპი კანადის ანექსიით დაინტერესებული აღარ არის

დონალდ ტრამპი კანადის ანექსიით დაინტერესებული აღარ არის, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ჰააგაში, CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, კვლავ სურს თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კანადის ანექსია და მისი აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ უპასუხა, რომ „არა, მას ეს არ სურს“.

„ის კანადით მოხიბლულია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას კანადა სურდა“, - განაცხადა მარკ კარნიმ.

ამასთან, მისი თქმით, დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომ ნატო-ს წევრები, მათ შორის კანადა, თავდაცვის ხარჯებს ზრდიან.

„ჩვენ ახლა ნატო-ს სამიტზე ვიმყოფებით. ის ორიენტირებულია იმაზე, რომ ალიანსის ყველა წევრმა, მათ შორის კანადამ, თავისი წილი დახარჯოს. ვფიქრობ, ჩვენ ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ“, - აღნიშნა კანადის პრემიერ-მინისტრმა.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია