ირანის პრეზიდენტი - აშშ და სიონისტური რეჟიმი მუსლიმურ ქვეყნებს შორის განხეთქილების დათესვას ცდილობენ

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, შეერთებული შტატები და ისრაელის რეჟიმი მუსლიმურ ქვეყნებს შორის განხეთქილების დათესვას ცდილობენ. ირანული მედიის ცნობით, მასუდ პეზეშკიანმა ეს განცხადება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.

„მტკიცედ გვჯერა, რომ შეერთებული შტატები და სიონისტური რეჟიმი მუსლიმურ ერებს შორის განხეთქილების შექმნას ცდილობენ, მაშინ როცა ირანი რეგიონულ ერთიანობასა და მშვიდობას ცდილობს“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ირანული მედიის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს მოჰამედ ბინ სალმანმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთმა თავიდანვე გმობს ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას.

„ჩვენ გავმართეთ ფართომასშტაბიანი დიპლომატიური კონსულტაციები სხვადასხვა ქვეყანასთან, რათა ისრაელზე ზეწოლა მოგვეხდინა და მისი თავდასხმები შეგვეჩერებინა“, - ციტირებს ირანული მედია საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები