მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა ქვეყნის, მამაცი ერის, უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - ჩვენმა ჯარისკაცებმა, წინაპრებმა, გმირებმა სიცოცხლე გაიღეს  იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა

ჩვენმა ჯარისკაცებმა, ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა გმირებმა გაიღეს მთავარი, სიცოცხლე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა, „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ახალგაზრდებს მიმართა და უნიკალურ პროექტში მონაწილეობის დაწყება მიულოცა.

„ჩემო საამაყო ახალგაზრდებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჯარის ბანაკის გახსნას, ამ მართლაც უნიკალურ პროექტში მონაწილეობის დაწყებას. უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო თავდაცვისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტს უკვე მესამე წელია წარმატებით ახორციელებს. უნდა იცოდეთ ჩემო ძვირფასებო, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გაეცნოთ ჩვენი ქართული ჯარის, ჩვენი სიამაყის ცხოვრების წესს, სამხედრო სწავლების სხვადასხვა მიმართულებებს. დარწმუნებული ვარ, ეს მონაკვეთი მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ და ენერგია, რასაც აქ დახარჯავთ იქნება სამაგალითო. უპირველეს ყოვლისა უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი ჯარი ჩვენი პატარა ქვეყნის, მამაცი ერის, უდიდესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ჯარისკაცებმა, ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა გმირებმა გაიღეს მთავარი, სიცოცხლე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ძლიერი ქვეყანა და ეს პროცესი გრძელდება, ჩვენი ჯარიც, ქვეყანაც ძლიერდება და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გავძლიერდებით“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა