მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა - ჩვენი მიზანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ზოგადი ცოდნა, რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა

ჩვენ დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა - ჩვენი მიზანია თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ზოგადი ცოდნა, რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განცხადებით, სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა უკვე დაწყებულია.

„გარდა იმისა, რომ ჯარის ბანაკი უნიკალური პროექტია, ასევე დაწყებული გვაქვს სკოლებში სამხედრო სწავლების შეტანა და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. წლიდან წლამდე სკოლების რაოდენობა გაიზრდება. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ სამხედრო სწავლება იყოს სავალდებულო მომავალში, ჩვენი მიზანია რომ ეს მიმართულება გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან ახლო და მათ ჰქონდეთ ელემენტარული ზოგადი ცოდნა თუ რას ნიშნავს თავდაცვისუნარიანობა და რა უნდა იყოს თითოეული მოქალაქის ფუნქცია თუ დასჭირდა სამშობლოს და რას უნდა წარმოადგენდეს მათი როლი საქართველოს თავდაცვაში. რა თქმა უნდა, ჯარის ბანაკი უნიკალური შესაძლებლობაა თქვენთვის და კეთილი შურით მინდა განვაცხადო, რომ თქვენი ასაკის წარმომადგენელი , რომ ვყოფილიყავი, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი ამ პროექტში“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მან ღონისძიებაზე ახალგაზრდებს მიმართა, რომ პროექტის ფარგლებში მათ მიეცემათ ეროვნული სამხედრო ფორმის ჩაცმის შესაძლებლობა. მისივე თქმით, ამაზე დიდი სიამაყე ქართველისთვის არ არსებობს.

„თქვენ ახლა უნდა აირჩიოთ პროფესიები და უნდა იყოთ წარმატებულები, დარწმუნებული ვარ იქნებით კიდეც. ის რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, ის რომ დღეს ეს ტრიადა გვაქვს-მამული, ენა, სარწმუნოება, ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, ისინი სწორედ მის დაცვას ეწირებოდნენ. წარმოუდგენელია და შეუძლებელია თავისუფლება ამ ტრიადის გარეშე, სამშობლოს გარეშე და მინდა დაიმახსოვროთ, რომ თქვენი პროფესიის არჩევის დროს, როცა იქნებით წარმატებული პროფესიონალები თქვენს დარგში, აუცილებლად სამშობლოსთან ერთად უნდა იყოს ეს ყველაფერი, სამშობლო თან უნდა გდევდეთ სულ, მუდმივად, ნებისმიერ თქვენს პროფესიაში და წარმატებაში. სხვანაირად შეუძლებელია. არ არსებობს თავისუფლება, მით უმეტეს ქართველისთვის, სამშობლოს გარეშე. ამ ნაწილში, სწორედ „ჯარის ბანაკი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ჯარის, თავდაცვის ნაწილის წარმომადგენლები სწორედ ამას გაზიარებენ, როგორი სულისკვეთებაა, როგორი პატრიოტიზმია და რას ნიშნავს იყო ქართველი ჯარისკაც. დღეს ხომ ვხედავთ, მე თავადაც ყოფილი სპორტსმენი ვარ, ჩვენი სპორტსმენები როგორ გვასახელებენ და რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანის წარმატებას საქართველოსთვის, როგორი ამაყები ვართ, როდესაც სპორტსმენების ეროვნული ფორმით ვართ შემოსილნი. უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩაიცვათ სამხედრო ფორმა, ამაზე დიდი სიამაყე არ არსებობს, სწორედ ამას გაზიარებენ ჩვენი ძვირფასი თავდაცვის ძალების წარმომადგენლები“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის