თეა წულუკიანი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა - ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ეს ხავერდოვანი რევოლუცია არ იყო!

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იმ მოვლენების შედეგად მოვიდა, რომელსაც რევოლუცია მცდარად დაერქვა - ჩვენ ამას ვიკვლევთ და სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ეს ხავერდოვანი რევოლუცია არ იყო! ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

წულუკიანი ამბობს იმასაც, რომ „სახელმწიფო გადატრიალებიდან“ მომდევნო თვეებში ჩატარებული არჩევნები გაყალბებული იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში გაყალბებული არჩევნების შედეგად მოვიდა.

„ამაზე სტრასბურგის სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა. მაშინ ცესკოს ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს თემა გამოიკვეთა და კომისიის დასკვნის შესავალ ნაწილში - თუ ვინ როგორ მოვიდა ხელისუფლებაში, მოხსენიებული იქნება.

ხელისუფლებაში მავნებელი ძალა მოვიდა და ეს ძალა ხელისუფლებაში გადატრიალებით და გაყალბებული არჩევნებით მოვიდა.

ეს შესავალში ნაჩვენები იქნება კონკრეტულად და დოკუმენტებზე დაფუძნებულად“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ვადის ერთ თვით - 5 აგვისტომდე გაგრძელების საკითხს იხილავს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს