თეა წულუკიანი - მამუკა ხაზარაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით სამედიცინო ენაზე

ჩვენ არაერთი მოქალაქე გამოვკითხეთ [ბიზნესმენები], რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით სამედიცინო ენაზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

წულუკიანმა ამასთან, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერ, ნიკა გვარამიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრთან ერთად სცენარისტი და რეჟისორი იყო.

“ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი ჩემი წინამორბედი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რომელიც იყო გიორგი გაბიტაშვილის ერთ-ერთი წინამორბედი, მთავარი პროკურორი და გენერალური პროკურორი. პარალელურად შეთავსებით იყო სცენარისტი და რეჟისორი. ის დგამდა სცენარებს, რომ სააკაშვილთან დაპირისპირებული ადამიანები გამოცხადებულიყვნენ მოღალატეებად, რუსის აგენტებად და შემდეგ მათ წინააღმდეგ დაწყებულიყო გამოძიება.

გვარამია იყო მიტაცებული „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი ლიდერი და ხელმძღვანელი, რომელიც უკვე ოპოზიციაში ყოფნისას ამბობდა, რომ ჩვენ ყველას ფეხ-ქვეშ მიწა უნდა დაგვეწვას თუ ის დაბრუნდება ხელისუფლებაში, შემდეგ ვნახავთ, რასაც ვნახავთო. წარმოუდგენელია ვინმე ობიექტურ მაყურებელს ჰქონდეს კითხვა: „ღმერთო ჩემო, რა კითხვები შესაძლოა ჰქონდეს კომისიას გვარამიასთან“. იგივე ეხება გიორგი ვაშაძეს, რომელიც იყო ადეიშვილის მოადგილე. ერთ-ერთი აქტიური იყო 2012-2025 წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის, სახელმწიფოს და ქართველი ერის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

რაც შეეხება ხაზარაძეს, ჩვენ არაერთი მოქალაქე გამოვკითხეთ (ბიზნესმენები), რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ მამუკა ხაზარაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანამატი, აპენდიქსს რომ ვეძახით სამედიცინო ენაზე. ის და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკთან“ ერთად კეზერაშვილის და სააკაშვილის ავატარები იყვნენ, რომლებიც ხანდახან, როგორც მოქალაქეები ამბობდნენ მივიდოდნენ და შესთავაზებდნენ ამა თუ იმ ბიზნესს, რომ „შემოვალთ წილში და ერთად გავაფართოოთ ბიზნესი, ყველამ ერთად, კარგად ვიცხოვროთო” და შემდეგ აღმოჩნდებოდა, რომ თურმე ამის უკან კეზერაშვილი დგას, რომელიც შემდეგ წაართმევდა მოცემულ ბიზნესმენს ამ ბიზნესს.

იქნება ეს „მაგნატის“, ლისის ტბის საქმე. როდესაც შეტყობინება ჩავაბარეთ მამუკა ხაზარაძეს, თავად ლისზე ცხოვრობს. იმ ტერიტორიაზე, რომელიც ადრე ტყის სტატუსით სარგებლობდა, შემდეგ სატყეო რესურსიდან იქნა ამოღებული, იმიტომ, რომ სხვანაირად მოეხმარათ მას, სააკაშვილს და კეზერაშვილს ეს ტერიტორია. ახლა ის იქ ცხოვრობს. არის ბევრი კითხვა და დარწმუნებული, ვარ დისკუსია კიდევ მეტ კითხვას გამოაჩენდა მათ წინააღმდეგ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა