ირაკლი კობახიძე - ვერავის მივცემთ საშუალებას, საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს - ხელისუფლება იქნება უკომპრომისო

ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამგვარი პრაქტიკის აღკვეთას ისახავს მიზნად.

„მინდა, ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომავალ კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღოს. კანონით განისაზღვრება კონკრეტული ვადები, რომლის განმავლობაშიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გასატარებელი იქნება მთელი რიგი ღონისძიებები პროცესების შეუფერხებელი განხორციელებისთვის, მათ შორის პაციენტების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით სათანადოდ სარგებლობს, მედიკამენტის გარეშე არ დარჩება. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ. ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის პირველ რიგში ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას. საზოგადოებას პერიოდულად წარვუდგენთ ინფორმაციას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა