ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითი“ საკუთარი აგენტურის ინტერესებს იცავს და სამწუხაროდ, ამაში ჩართული ჰყავს ევროპული ბიუროკრატიაც

არის „დიფ სთეითი“, დიფ სთეითის“ აგენტურა. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარი აგენტურის ინტერესებს იცავენ და სამწუხაროდ, ამაში ჩართული ჰყავთ ევროპული ბიუროკრატიაც, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების ფაქტებზე საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკულ შეფასებას და განცხადებებს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, მსგავსი განცხადებები თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი.

„ეს არ არის ახალი ამბავი. 2012 წლიდან მოყოლებული პირდაპირ სიებით დარბოდნენ, მათ შორის ფსევდოსტრუქტურების წარმომადგენლები და აცხადებდნენ, ვინ უნდა ყოფილიყო დაჭერილი და ვინ არა, რომელი კრიმინალი უნდა დაეჭირა ხელისუფლებას და რომელი არა. ყველზე ცუდი და დასანანი ის არის, რომ ამ პრაქტიკით გამოირჩევიან, მათ შორის ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. ამის გაგრძელებაა მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც დღეს ხდება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა არის კანონი, ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონტექსტი, თუმცა აკეთებენ იმ განცხადებებს, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ინტერესებით არის ნაკარნახევი. იგივე სქემა მუშაობს, არის „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითის“ აგენტურა. რა თქმა უნდა, ისინი საკუთარი აგენტურის ინტერესებს იცავენ და სამწუხაროდ, ამაში ჩართული ჰყავთ ევროპული ბიუროკრატიაც. ეს არის ამ განცხადებების კონტექსტი“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, ყველას შეუძლია გადახედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც „ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო მკაცრი სანქციები არის დადგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის“.

„როდესაც საუბარია უცხოელებზე, რომლებიც ახალისებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება. რეალურად, ისინი არიან სწორედ ის სუბიექტები, რომლებმაც გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და ციხეში შეიყვანეს. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, ეს გააკეთეს სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა, მათ გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და მათ შეიყვანეს ისინი ციხეებში. ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა“, -განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა