გიორგი ვაშაძე - კარგად ვარ, სიახლეა ის, რომ გწერთ 308-ე საკნიდან - პატიმარი არის არა ის, ვინც ფიზიკურად დაატყვევეს, არამედ ის, ვინც გარეთ არის და ვერ იაზრებს თავისუფლების არსს - ჩვენი იარაღია: ერთობა და ბრძოლა ბოლომდე!

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს აქვეყნებს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, თავს კარგად გრძნობს და გააზრებული აქვს ის გზა, რისთვისაც ციხეში იმყოფება.

მისი განმარტებით, „რეჟიმი მარცხისთვისაა განწირული და ამიტომ ებრძვის ყველას ვერაგულად“.

„კარგად ვარ. სიახლეა ის, რომ გწერთ 308-ე საკნიდან. გააზრებული მაქვს აქ რისთვის ვარ. არ ვარ პირველი, ვინც ამ გზას გადის. ყოველი ასეთი გზა არის მტკიცებულება, რომ პოლიტიკური დევნა შედეგს ვერ იძლევა. შეუძლებელია თავისუფლების, აზრის დატყვევება. ეს არის ყველა ავტოკრატის და მოძალადის მთავარი შეცდომა და მათი მარცხის დასაწყისი. პატიმარი არის არა ის, ვინც ფიზიკურად დაატყვევეს, არამედ ის, ვინც გარეთ არის და ვერ იაზრებს თავისუფლების არსს. აქ ყოფნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, მე და სხვა ჩემი მეგობარი ლიდერები პოლიტიკაში არ ვართ პირადი კომფორტისთვის. ასე რომ ყოფილიყო, დღეს აქ არ ვიქნებოდით. ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის. რეჟიმი მარცხისთვისაა განწირული. ის ამას გრძნობს, ამიტომ ებრძვის ყველას ვერაგულად. ბევრისთვის ჩვენი გზა შეიძლება რთულია, მაგრამ სიმართლისა და გამარჯვების გზა არასდროს არის მარტივი. მოლაპარაკება მათთან შეუძლებელია. მათ საბოლოოდ დაკარგეს ფასიც და სახეც, ამიტომ ჩვენი იარაღია: ერთობა, ღირსება და ბრძოლა ბოლომდე! აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, - ნათქვამია გიორგი ვაშაძის წერილში.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 24 ივნისს დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. გიორგი ვაშაძე გუშინვე, პარტიის ოფისში დააკავეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია