დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმაზე - არ მინდა ჰიროსიმას და ნაგასაკის მაგალითის მოყვანა, მაგრამ არსებითად იგივე იყო, რამაც ომი დაასრულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე განხორციელებული დარტყმები იაპონიაში აშშ-ის მიერ ბირთვული ბომბების გამოყენებას შეადარა და განაცხადა, რომ ორივე მათგანი ომების წარმატებით დასრულებისთვის გამოიყენეს.

„არ მინდა ჰიროსიმას მაგალითის მოყვანა, არ მინდა ნაგასაკის მაგალითის მოყვანა, მაგრამ არსებითად იგივე იყო, რამაც ომი დაასრულა. ამან ომი დაასრულა, ჩვენ რომ ის არ გაგვენადგურებინა, ახლაც ბრძოლაში იქნებოდნენ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი მტკიცებით, აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

„არა მგონია, რომ მათ ეს ოდესმე გაიმეორონ. მათ უბრალოდ ჯოჯოხეთი გადაიტანეს. ვფიქრობ, რომ მათ ეს გადაიტანეს. ყველაზე ნაკლებად რაც მათ სურთ, არის [ურანის] გამდიდრება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ელოდება ისრაელის ანგარიშს ირანის მიერ განცდილი ზიანის შეფასების შესახებ, რაც, მისი თქმით, დაადასტურებს მის მტკიცებებს „სრული განადგურების“ შესახებ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026