შსს ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საქმეზე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ, 28 მარტს, პარლამენტთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

უფრო კონკრეტულად საქმე ეხება 28 მარტს ელენე ხოშტარიას ადმინისტრაციული წესით დაკავებას, რის შემდეგაც პოლიტიკოსი 24-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილებას ზვიად ცეკვავა გამოაცხადებს.

თავად ელენე ხოშტარია პროცესს არ ესწრება.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 28 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გია ხუხაშვილი - ავტორიტარული მიდრეკილების გარდა, ჩვენ გვყავს აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხელისუფლება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა