სასამართლომ ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმა და ჩამოართვა იარაღის ტარების უფლება

საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი 4 000 ლარით დააჯარიმეს.

ასევე, მოსამართლემ პოლიტიკოსს იარაღის ტარების უფლებაც ჩამოართვა.

პროცესს არ დასწრებია არც ლევან ხაბეიშვილი.

პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ხაბეიშვილის წინააღმდეგ სარჩელი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა - თეა წულუკიანმა და ნინო წილოსანმა შეიტანეს.

“წულუკიანს ენას ამოვგლეჯ!” - ამ ფრაზის გამო, თეა წულუკიანისა და ნინო წილოსანის საჩივრის საფუძველზე, ლევან ხაბეიშვილი 4000 ლარით დააჯარიმეს”, - აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო