დონალდ ტრამპი - ვიცი, რომ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს, აქედან გამოსვლა უნდა, ეს არეულობაა მისთვის - ჩემი აზრით, შეცდომაში შეჰყავთ, ძალიან გაკვირვებული ვარ, მეგონა, მარტივად მოვაგვარებდით

ვიცი, რომ პუტინს შეთანხმების მიღწევა სურს, ეს არეულობაა მისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰააგაში მედიას განუცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ პუტინს განიხილავს პიროვნებად, რომელიც, მისი აზრით, შეცდომაში შეჰყავთ და „ძალიან გაკვირვებულია“, რადგან ეგონა, რომ მარტივად მოაგვარებდნენ.

“ვიცი, რომ შეთანხმების მიღწევა სურს [პუტინს], აქედან გამოსვლა უნდა, ეს არეულობაა მისთვის…

მას პიროვნებად განვიხილავ, რომელიც, ჩემი აზრით, შეცდომაში შეჰყავთ. ძალიან გაკვირვებული ვარ რეალურად. მეგონა, ამას მარტივად მოვაგვარებდით…

მაგრამ დამირეკა. როგორც იცით, ისინი ახლოს არიან ირანთან, ჩვენი დახმარება უნდოდა ირანთან დაკავშირებით და ვუთხარი: “არა, არა, შენთან შეთანხმებაში დამეხმარე, რუსეთთან”, - განაცხადა ტრამპა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს