ვიქტორ ორბანი - მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს

მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას.

მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა თუ კომისია ძალისხმევა ევროკავშირის წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევებისკენ მიმართავდა.

„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მოვუწოდებ ევროკომისიას, თავი შეიკავოს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობაში ჩარევისგან, სადაც მას არანაირი როლი არ აქვს. ასევე მოვუწოდებ კომისიას, რომ ძალისხმევა ევროკავშირის წინაშე არსებული აქტუალური გამოწვევებისკენ მიმართოს - სფეროებზე, სადაც მას ნამდვილად აქვს მკაფიო როლი და პასუხისმგებლობა და სადაც ბოლო წლებში სერიოზული შეცდომები დაუშვა, როგორებიცაა ენერგეტიკული კრიზისი და ევროპული კონკურენტუნარიანობის ეროზია. პატივისცემით, ვიქტორ ორბანი“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

ვიქტორ ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან უნგრეთის ხელისუფლებას ბუდაპეშტში პრაიდის ღონისძიებების ჩატარების დაშვებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებ უნგრეთის ხელისუფლებას, ბუდაპეშტში პრაიდის ღონისძიებების ჩატარების ნებართვა მისცენ. ორგანიზატორების ან მონაწილეების მიმართ რაიმე სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სანქციების შიშის გარეშე. ლგბტქ+ თემს უნგრეთსა და მის ფარგლებს გარეთ ვუცხადებ: მე ყოველთვის თქვენი მოკავშირე ვიქნები“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა