რუსეთის თავდაცვის მინისტრი - ევროპის მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის

ევროპის მიერ უკრაინის იარაღით მომარაგება დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელუსოვმა განაცხადა.

„დამარცხების გარდაუვალობის გაცნობიერებით, კიევის რეჟიმი ფსონს ტერორისტულ აქტებზე დებს. ევროპელი სპონსორების მხარდაჭერით, რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას აფეთქებს და მშვიდობიან მოსახლეობას კლავს. უკრაინის იარაღითა და დაქირავებული სამხედრო პირებით მომარაგებით სამხედრო მოქმედებების გახანგრძლივების მცდელობები დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის. მათ შორის თავად ევროპაშიც“, - განაცხადა ანდრეი ბელუსოვმა.

მისი თქმით, „რუსეთის შეიარაღებული ძალები წარმატებულ შეტევით მოქმედებებს ახორციელებენ“.

„მიუხედავად ამისა, რუსეთმა კონფლიქტის მოგვარების მზადყოფნა არაერთხელ გამოხატა“, - აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა