პარლამენტი დღეს ირაკლი კობახიძეს მოუსმენს - დღესვე საგაზაფხულო სესია დაიხურება

27 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურება - სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მოხსენებით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვა.

კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრებს. პრემიერის ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს ივნისის დასაწყისში წარედგინა.

კობახიძის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, პლენარული სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

სხდომის ბოლოს კი, საგაზაფხულო სესია დაიხურება.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიას“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო გადაეცა