თამარ ჩერგოლეიშვილი - გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური და ნიშანდობლივი, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ - სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, პოლიტიკური რეპრესიები რუტინა იქნება

გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური და ნიშანდობლივი, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ - სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, პოლიტიკური რეპრესიები რუტინა იქნება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გივი თარგამაძისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, „პოლიტიკოსებზე ნადირობას მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს“.

„გივი თარგამაძის დაჭერა იმითაა ცინიკური და ნიშანდობლივი, რომ პოლიტიკიდან გაწეულებიც სამიზნე ხართ - ივანიშვილის მიერ შექმნილ ქაოსში კოლატერალური ზიანი გახდებით. მხოლოდ ცვლილებები დაასრულებს ამ ქაოსს და 13- წლიან ნადირობას კრიტიკოსებზე. გივიმ აფეთქების სტრესი გადაიტანა და ამასაც გადაიტანს - მხნეობას ვუსურვებ. სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, პოლიტიკური რეპრესიები რუტინა იქნება. ძირს რეჟიმი და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!”, -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია. გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა. ცნობისთვის, გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს