მედია - სომხეთის სპეცრაზმმა და პოლიციამ, რომელსაც მთავარეპისკოპოსი უნდა დაეკავებინა, ეჩმიაძინის ტაძრის ტერიტორია დატოვა

ეროვნული უშიშროების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმმა, პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც მთავარეპისკოპოსი მიქაელი უნდა დაეკავებინათ, წმინდა ეჩმიაძინის მთავარი საკათედრო ტაძრის ტერიტორია დატოვეს, ტერიტორიიდან გაიყვანეს ავტომობილიც, რომლითაც მთავარეპისკოპოსის გადაყვანა იგეგმებოდა, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც ეროვნული უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, ბრძანება უსაფრთხოების მიზნით და სიტუაციის შესაძლო და განზრახ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად გაიცა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ადგილზე რჩება სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელიც ტერიტორიაზე „ჰამერით“ მივიდა.

სომხური მედია იუწყება, რომ ეჩმიაძინში ვითარება კვლავ დაძაბულია.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა