ანა დოლიძე - რადგანაც „ქართულმა ოცნებამ“ შეზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქება, ჩვენ უნდა ვიყოთ მოწმეები ამ ისტორიული უსამართლობის, მაქსიმალურად ვიაროთ სასამართლო პროცესებზე

სასამართლო პროცესების გაშუქების შეზღუდვა ცალსახად არის მოსამართლეების მოთხოვნა, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის” თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, საჭიროა, სასამართლო პროცესებზე საზოგადოების მაქსიმალურად დიდი რაოდენობა დაესწროს, რადგან “ამ ისტორიულ უსამართლობას სჭირდება მოწმედ ყოფნა”.

„სრულიად არადემოკრატიული მეთოდით, “ქართულმა ოცნებამ” დახურა სასამართლო პროცესები. არ იქნება შესაძლებელი მედია გაშუქება. რატომ?! ცალსახად ეს არის მოსამართლეების მოთხოვნა, რადგან ხალხის დასწრება გარკვეულწილად უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას. გაშუქება არის გარკვეული წნეხი და ანგარიშვალდებულება. 2007 წელს, სწორედ ასე დაიხურა სასამართლო სხდომები “ნაციონალური მოძრაობის” დროს, გირგვლიანის პროცესების მერე, რომლის მონაწილე ვიყავი მე და ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. მაშინ დაიხურა პროცესები, რათა მოსამართლეებს გადაწყვეტილებები მარტივად მიეღოთ. ახლაც მსგავს სიტუაციაში ვართ, იხურება პროცესები, რადგან პოლიტიკური წნეხი მაღალია. რა უნდა ვქნათ ახალ რეალობაში?! ფიზიკურად, მაქსიმალურად ბევრმა უნდა ვიაროთ პროცესებზე. ამას აქ რამდენიმე ახსნა. პირველი ის, რომ ამ ისტორიულ უსამართლობას სჭირდება მოწმედ ყოფნა. მეორე ეს არის ბრალდებულების გამხსნევება. მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვართ. მესამე კი, თვით ცრუ მოწმებმაც უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოებამ მათ შესახებ იცის. მაქსიმალურად დავესწროთ სხდომებს და ჩვენი ფიზიკურო ყოფნით დავდგეთ სიმართლის მხარეს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა