მამუკა ხაზარაძე - ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშრების - მინდა, მოგიწოდოთ, კითხვა „გვეშველება რამე?” უნდა ამოვიღოთ სასაუბრო ლექსიკონიდან, პასუხი არის ერთი - დიახ, გვეშველება!

„ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან წერილს ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე განთავსდა.

როგორც ხაზარაძე წერს, ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვისა და გაერთიანებისთვის ბრძოლა გრძელდება.

ამასთან, ხაზარაძის თქმით, ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშრების.

„წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას. ანას, ნიკას, ელენეს, სოფოს, იოანეს, ასეთ წერილს პირველად გწერთ ყველას - ჩემს ხუთივე შვილს.

მადლობით მინდა დავიწყო ასეთები რომ ხართ - მართლები, ლაღები და თავისუფლები, უბრალოები და არაფრით გამორჩეულები, გარდა თქვენი ინდივიდუალიზმისა.

ბევრი უსამართლობის და წინააღმდეგობის, ხშირ შემთხვევაში გადაულახავის დროსაც, ერთხელაც არ გითქვამთ, რომ ქვეყანა დაგვეტოვებინა, იცოდით რა, რომ ამის შესაძლებლობა სულ გვქონდა.

მადლობა, რომ არც თქვენ გაგჩენიათ სურვილი სხვა ქვეყანაში ცხოვრების იმიტომ, რომ ზუსტად იცით და გრძნობთ, რომ ამ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს. იცით და ამაყობთ ამ ქვეყნის ტრადიციით და ისტორიით. იცით და გრძნობთ, რომ თუ თქვენ არა, სხვა ვერავინ უშველის ამ მართლაც უნიკალურ საქართველოს. თავისუფლები ხართ და ამიტომ ვარ ამაში ასე დარწმუნებული. თავისუფალმა ადამიანებმა მოიტანეს ეს ქვეყანა დღემდე. თავისუფლებას ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს - რაც უფრო ვიწროვდება შენს გარშემო სივრცე, უფრო ძლიერდება ეს გრძნობა. დღეს, ამ ოთხ კედელში გამოკეტილი, ამას განსაკუთრებული ძალით ვგრძნობ.

ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშარების. მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე ღირებული, ინოვაცია, ბიზნესი თუ ხელოვნება. მშიშარა ადამიანზე საწყალი და უბედური არ არსებობს ქვეყანაზე არავინ. მადლობა ირინას თქვენი ასეთი აღზრდისთვის! მადლობა ყველა დედას თავისუფლებისმოყვარე შვილების აღზრდისთვის!

მიყვარხართ!

ბრძოლა გრძელდება ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვის და გაერთიანებისთვის. დიახ, რუსული რეჟიმის ჩამოშორება მხოლოდ ნაწილია დიდი მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია.

ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრძოლის ნაწილი ვარ, ჩემს ოჯახთან და თანამებრძოლებთან ერთად! მინდა, მოგიწოდოთ - კითხვა “გვეშველება რამე?” უნდა ამოვიღოთ სასაუბრო ლექსიკონიდან.

პასუხი არის ერთი - დიახ, გვეშველება! ამაყად და ხმამაღლა უნდა ვიძახოთ და ვიმეოროთ - ჩვენ გავიმარჯვებთ!

ერთად საქართველოსთვის!

ერთად თავისუფლებისთვის!” - წერს ხაზარაძე.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა