დონალდ ტრამპი - რატომ ამბობს ასე სულელურად, ომით განადგურებული ქვეყნის ე.წ. უზენაესი ლიდერი, რომ ისრაელთან ომი მოიგო, როდესაც იცის, რომ ეს სიცრუა - მე ის სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე

აიათოლა ალი ხამენეი სიკვდილისგან გადავარჩინე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„რატომ ამბობს ასე სულელურად ომით განადგურებული ქვეყნის ე.წ. უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომ ისრაელთან ომი მოიგო, როდესაც იცის რომ ეს სიცრუა“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „ზუსტად იცოდა, თუ სად იმალებოდა აიათოლა ალი ხამენეი“.

„ისრაელს ან აშშ-ის სამხედრო ძალებს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერია, მისი სიცოცხლის დასრულების უფლება არ მივეცი. მე ის საშინელი და სამარცხვინო სიკვდილისგან გადავარჩინე“, - აღნიშნავს დონალდ ტრამპი.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო მოხსნაზე მუშაობდა, თუმცა აიათოლა ალი ხამენეის განცხადების შემდეგ ამას აღარ გააკეთებს.

„მაგრამ ამის ნაცვლად, მან ზიზღითა და სიძულვილით სავსე განცხადება გაავრცელა და სანქციების მოხსნაზე ყველანაირი მუშაობა შევწყვიტე“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია