ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ დონალდ ტრამპს შეთანხმების მიღწევა სურს, მაშინ ირანის უზენაესი ლიდერის მიმართ უპატივცემულო ტონით საუბარი უნდა შეწყვიტოს

თუ დონალდ ტრამპს შეთანხმების მიღწევა სურს, მაშინ ირანის უზენაესი ლიდერის მიმართ უპატივცემულო ტონით საუბარი უნდა შეწყვიტოს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მან ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „სიკვდილისგან გადაარჩინა“.

„თუ პრეზიდენტ ტრამპს გულწრფელად სურს შეთანხმების მიღწევა, მაშინ მან ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის მიმართ უპატივცემულო და მიუღებელი ტონით საუბარი უნდა შეწყვიტოს“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.

მისი თქმით, „ირანელმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ ისრაელის რეჟიმს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ „მამიკოსთან“ გაქცეულიყო“.

„თუ ილუზიები უარესი შეცდომების დაშვებას გამოიწვევს, მაშინ ირანი თავისი რეალური შესაძლებლობების გამოყენებას არ დააყოვნებს და ირანის სიძლიერის შესახებ ცრუ წარმოდგენებს დაამსხვრევს“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები