ირანში ისრაელთან ომში დაღუპული გენერლებისა და მეცნიერების დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

ირანში ისრაელთან ომში დაღუპული გენერლებისა და მეცნიერების დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელთან 12-დღიან ომში დაღუპული ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, სხვა მაღალი რანგის მეთაურებისა და ბირთვული მეცნიერების დაკრძალვის ცერემონიაზე თეირანის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური ჰოსეინ სალამი, ომის პირველ დღეს, 13 ივნისს დაიღუპა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის იერიშების შედეგად 30 ირანელი მაღალი რანგის სამხედრო პირი და 11 ბირთვული მეცნიერი დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები