დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, უკრაინას Patriot-ის რაკეტები გადასცეს

დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, უკრაინას Patriot-ის რაკეტები გადასცეს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის რაკეტების გაგზავნას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „შესაძლოა“.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ახლა აშშ-ს პატივს სცემს.

„ის ჩვენს ქვეყანას კვლავ პატივს სცემს. ერთი წლის წინ პატივს არ სცემდა. ჩვენს ქვეყანას ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინიც პატივს სცემს. კიმ ჩენ ინიც პატივს სცემს. ისინი ჩვენს ქვეყანას კლავ პატივს სცემენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმება მალე გაფორმდეს.

„ვფიქრობ, ამასთან ახლოს ვართ. ვფიქრობთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მომდევნო კვირაში მივაღწევთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს