ირაკლი ფავლენიშვილი - ელენე ხოშტარიას ნაბიჯი აღქმული უნდა იყოს იმგვარად, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს - ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი ღალატია, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე

ქვეყანაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას, ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის - ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი, ამ ბრძოლაში აღქმული უნდა იყოს ისე, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში, რომელშიც ახლა ქვეყანაა მთავარი ორიენტაცია ქუჩის პროტესტზე უნდა იყოს გადასული.

„ქვეყანაში გვაქვს მძიმე მდგომარეობა, როდესაც ადამიანები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში არის ეგზისტენციალური საფრთხე არა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის ადამიანები სწირავენ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. ელენე ხოშტარიას ეს ნაბიჯი, ამ ბრძოლაში აღქმული უნდა იყოს ისე, რომ რეჟიმთან ბრძოლაში უკან დახევა აღარ არსებობს, ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე საუბარი არის ღალატი, ამიტომ ყველა უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქუჩის პროტესტზე და მათ შორის, წინააღმდეგობაში - სრულ ერთიანობაზე, ბოიკოტში და არა სხვა ფორმატში.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს